Monday, May 11, 2015
ტრენინგის მეცხრე დღე
დავამთავრეთ ,, ინტელის სასწავლო კურსი''-ის შესწავლა.
ძალიან ნაყოფიერი ,პროდუქტიული, ტექნიკური ელემენტებით გამდიდრებული, თეორიული მასალით დატვირთული სამუშაო დღეები მიიწურა.
,,ინტელის სასწავლო კურსი''ის ძირითადი მიზანი სასკოლო სასწავლო პროექტების შექმნაში მდგომარეობდა. შევქმენით პროექტის პორტფოლიო,რომელიც შედგებოდა ექვსი საქაღალდისაგან. შევისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა , გამოვკვეთეთ ძირითადი მიზნები და ამოცანები. შევადგინეთ საპრეზენტაციო ნამუშევრები.
გავეცანით მრავალმხრივ შეფასების რუბრიკებს და რაც ყველაზე მთავარია ვისწავლეთ ბლოგებში მუშაობა კერძოდ ჩვენი ნამუშევრების ბლოგში განთავსება,
ვიდეოების და ალბომების ატვირთვა, სურათების დამატება და ა.შ.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ხომ იმაში მდგომარეობს რომ სკოლამ აღზარდოს მოქალაქე,რომელიაც თეორიულო ცოდნასთან ერთად მიიღებს ისეთ უნარ -ჩვევებს, რომელიც მას გამოადგება მომავალი ცხოვრების გზაზე და სწორედ აღნიშნული ტრენინგი დაგვეხმარება თითოეულ ჩვენთაგანს ამ მიზნის მიღწევაში.
ქალბატონი ქეთევან ცერაძე ძალიან დიდ ყურადღებას, გულისხმიერებას იჩენდა თითოეული მსმენელის მიმართ,დიდი მადლობა მას ასეთი ყურადღებისათვის.
Sunday, May 10, 2015
ტრენინგის მერვე დღე
ძალიან მნიშვნელოვანი და ტექნიკური თვალსაზრისით დატვირთული იყო ტრენინგის მერვე დღე.
ტრადიციულად შესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ დავიწყეთ ახალი მასალის შესწავლა, კერძოდ ფასილიტატორის რესურსის შექმნა რომელის ჩემი აზრით ძალიან კარგი დამხმარეა და მიმარტულების მიმცემი წინადადებები მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პერიოდშიძალიან დაეხმარება.
დავათვალიერეთ ტრენინგის მანძილზე ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიო და განვიხილეთ ახალი გაჯეტი ,,სიის გაჯეტი", ამავდროულად ავტვირთვეთ ჩვენი საქაღალდე ბლოგზე.
დღევანდელ მეცადინეობაზე დავამთავრეთ ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა და ვფიქრობ მიღებული ცოდნითა და უნარ ჩვევებით დავეხმარებით მოსწავლეებს პროექტების შექმნაში.
Saturday, May 9, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მე-7 დღეს , სესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ , ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე ,კერძოდ პროექტზე მუშაობის დროს საჭიროა გათვალისწინებული იყოს ყველა მოსწავლის ცოდნის დონე და მათი სხვადასხვა უნარები ,გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით. ამ მოსწავლეებს დავალებები უნდა შეურჩიოთ მათი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
პროექტის გეგმაში დეტალურად გავწერეთ პროექტის პროცედურები მთელი პროექტის მიმდინარეობის პერიოდში,რადგან მოსწავლეები დავაყენოთ სწორ გზაზე და მივცეთ სწორი გეზი კვლევისათვის.
ბლოგებში შევისწავლეთ HTML გაჯეტი, რაც ვფიქრობ კარგი დამხმარეა ბლოგებში მუშაობის დროს.
დღევანდელმა დღემ პროდუქტიულად და ნაყოფიერად ჩაიარა .
Sunday, May 3, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
მიიწურა კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე ,,ინტელის სასწავლო კურსის'' ტრენინგის.
ყურადრება დღევანდელ ტრენინგზე გავამახვილეთ შემდეგ თემებზე:
1.გამეორება
2.მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაცია
3.პროექტის გეგმების განხილვა
4.შეფასების რუბრიკები
Saturday, May 2, 2015
ტრენინგის მეხუთე დღე
ერთი კვირის გასვლის შემდეგ მოუთმენლად ველოდით ტრენინგის დაწყებად.
ტრენინგის მეხუთე დღეს შეიძლება დავარქვათ ,,ტექნიკური ოპერაციების დღე''.
შესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ დავიწყეთ ახალი თემების განხილვა.
1.საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ ინფორმაციის მოძიებისას აუცილებლად უნდა ჩავინიშნოთ მისამართი ამა თუ იმ საიტის და ლიტერატურის გამოყენების დროს აუცილებელია ავტორისა და სახელმძღვანელოს მითითება
2.კომენტარები ბლოგზე
ქალბატონმა ქეთევანმა შეგვასწავლა ჩვენი კოლეგების ბლოგებზე კომენტარების ჩაწერის ტექნიკა. რაც ვფიქრობ ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარების კარგი საშუალებაა.
3.მუშაობა ბლოგში - მოსწავლი ნიმუში
ვიმუშავეთ ბლოგებში და შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში ამით უფო მეტად გავიღრმავეთ ბლოგში მუშაობის უნარ-ჩვევები
4.ბლოგის გაჯეტები - სურათები გამოკითხვის გვერდები
საინტერესო იყო ძალიან ბლოგის გაჯეტების შექმნა , შემდეგ გაჯეტების წყობის ცვლილება, სურათების გაჯეტები, გამოკითხვის გაჯეტი, გვერდების შექმნა და ა.შ.
მადლობა დღევანდელი დღისათვის ქალბატონ ქეთევანს!

Subscribe to:
Posts (Atom)