Sunday, April 26, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

     ტრენინგი დავიწყეთ ჩვეულებისამებრ   განვლილი მასალის გამეორებით. მინდა მოგახსენოთ,რომ  ყველა მსმენელს ათვისებული ჰქონდა წინა დღის  მასალა და   მოკლე მიმოხილვის შემდეგ შეუდექით   ახალი მასალის შესწავლას.


    ტრენერი  გვესაუბრა  შესასწავლ თემების ირგვლივ:

1 .  პროექტის გეგმაში  შეფასების სხვადასხვა მეთოდების შესახებ, რადგან პროექტის მიმდინარეობის დროს  შეფასების მეთოდების  გარეშე შეუძლებელია მიმდინარე სამუშაოების შესრულება. და შევიტყვეთ,რომ აუცილებელია შეფასების სხვადასხვა კომპონენტების გამოყენება.

2.დროში გაწერილი შეფასების გეგმა

  ვისაუბრეთ იმის შესახებ,რომ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი მოსწავლეებს დაეხმარება  სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვასა და პროგრესის მონიტორინგში. 3.პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.    პრეზენტაციისათვის საოფისე პროგრამა  ,, powerpoint "   კარგი საშუალებაა   ნებისმიერი თემის   პროექტის პრეზენტაციისათვის.


4.ვიმუშავეთ   ბლოგებში ,კერძოდ ვისწავლეთ  დიზაინის   შეცვლა,  ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგების წაშლა აღდგენა.



Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მესამე დღე


         ტრენინგის  მე-3 დრე  დავიწყეთ შემდეგი საკითხების განხილვით კერძოდ:

1.განვლილი მასალის გახსენებით.

2. პროექტის გეგმაზე მუშაობით, კერძოდ გეგმაში ჩვენი საპროექტო თემიდან გამომდინარე დავადგინეთ სტანდარტები ,განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი, გავაანალიზეთ ის,ფაქტორი რომ რაოდენ მნიშვნელოვანია შედეგის მისაღებად  მიზნის სწორად განსაზღვრა და ჩამოყალიბება.
     ქალბატონმა ქეთევანმა ისაუბრა იმ  ახალი ,,კითხვების" შესახებ რომლებიც
 მიმართულების  მიმცემი სიტყვების სახელწოდებით არის ცნობილი და რომელითაც ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ პროექტებზე მუშაობის დროს.

 3.იმისათვი რომ  ბლოგში მუშაობის დროს ჩვენი ნაშრომი  იყოს სრულყოფილი  და მეტად თვალსაჩინო , შევისწავლეთ ბლოგში სურათები ჩასმა.





პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეები შეიძენენ  პრობლემების გადაჭრის უნარ ჩვევებს,  გაითვალისწინებენ ფართო საზოგადოების ინტერესებს   და ა.შ.

   ვფიქრობ, რომ  დღევანდელმა დღემ  ნაყოფიერად ჩაიარა.


Sunday, April 19, 2015

ტრენინგის მეორე დღე

         ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო       INTEL-  ის სასწავლო კურსის მეორე დღე.ქალბატონი ქეთევან ცერაძე   ენერგიას არ ზოგავს იმისათვის რომ   ყველა მონაწილე  აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და მოწოდებული ინფორმაცია  გასაგები იყოს  თითოეული მსმენელისათვის.

            ყველა მონაწილეს საშინაო დავალებად გვქონდა საპროექტო წინადადებების მომზადება.   საინტერესო, შინაარსიანი  წინადადებები წარმოადგინეს მსმენელებმა, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალური და პრობლემურია.
    მეცადინეობა გავაგრძელეთ წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით.  გავიხსენეთ  საოფისე პროგრამა word -ის ელემენტები და  დავიწყეთ   პროექტისათვის   სარეკლამო ბუკლეტების დამზადება ,რადგან პროექტის დაწყებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის ის თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მოსწავლეებისათვის ამ პროექტს და
 არა მარტო მათთვის.

     შევისწავლეთ  BlOG--ში მუშაობის დამატებითი ელემენტები ,კერძოდ რედაქტირების რეჟიმი , გავეცანით მთავარ  გვერდზე დაბრუნების და დათვალიერების ღილაკებს.

        ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ,კერძოდ მივიღე ცოდნა და შევიძინე ბევრი ახალი  უნარ-ჩვევები.
   მადლობა ქალბატონ ქეთევანს დღევანდელი დღისათვის.

Saturday, April 18, 2015

ტრენინგის პირველი დღე


      ტრენინგის პირველი დღეს შევიკრიბეთ გორის N 6 საჯარო სკოლაში,  ინფორმაციულ საკომუნიკაციო   ტექნოლოგიების მე-3 დონის ტრენინგის გასაცნობად.
     ტრენინგის მონაწილეებმა  გავიცანით ერთმანეთი, გაცნობის შემდეგ  ყურადღება გავამახვილეთ INTEL -ის ძირითადი კურსის ამოცანებსა და მიზნებზე, მისი გამოყენების საჭიროებებზე,
გავეცანით გზამკვლევს,   შევისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა, გავეცანით  რესურსებს  და ვისწავლეთ მისი შენახვა ჩვენს  საქაღალდეში,განვიხილეთ პროექტები ზოგადი სახით, ვისწავლეთ ბლოგების შექმნა .გავეცანით  პორტფოლიოს ჩეკლისთის ცნებას ,რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პროგრესის შეფასებაში.

    მოგეხსენებათ რომ 21-ე საუკუნეში  რაოდენ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ამავდროულად  მოსწავლეებმა მიღებულ ცოდნასთან ერთად უნდა შეძლონ იმ უნარ ჩვევების შეძენა ,რომელიც მათ გამოადგებათ მომავალი ცხოვრებისათვის   და სკოლა არის ის დაწესებულება სადაც   მოსწავლეებს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები   უნდა გამოუმუშავდეთ .ეს უნარებია : გუნდური თანამშრომლობა, ლიდერის უნარების შეძენა, კომუნიკაბელურობა,ტოლერანტობა და ა .შ

   ვფიქრობ რომ მოსწავლე სკოლის მერხიდან შეძლებს სრულყოფილ  ინტეგრაციას საზოგადოებასთან და ის იქნება სრულყოფილი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა ,რომელსაც გათავისებული ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის ,საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე.