Monday, May 11, 2015
ტრენინგის მეცხრე დღე
დავამთავრეთ ,, ინტელის სასწავლო კურსი''-ის შესწავლა.
ძალიან ნაყოფიერი ,პროდუქტიული, ტექნიკური ელემენტებით გამდიდრებული, თეორიული მასალით დატვირთული სამუშაო დღეები მიიწურა.
,,ინტელის სასწავლო კურსი''ის ძირითადი მიზანი სასკოლო სასწავლო პროექტების შექმნაში მდგომარეობდა. შევქმენით პროექტის პორტფოლიო,რომელიც შედგებოდა ექვსი საქაღალდისაგან. შევისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა , გამოვკვეთეთ ძირითადი მიზნები და ამოცანები. შევადგინეთ საპრეზენტაციო ნამუშევრები.
გავეცანით მრავალმხრივ შეფასების რუბრიკებს და რაც ყველაზე მთავარია ვისწავლეთ ბლოგებში მუშაობა კერძოდ ჩვენი ნამუშევრების ბლოგში განთავსება,
ვიდეოების და ალბომების ატვირთვა, სურათების დამატება და ა.შ.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ხომ იმაში მდგომარეობს რომ სკოლამ აღზარდოს მოქალაქე,რომელიაც თეორიულო ცოდნასთან ერთად მიიღებს ისეთ უნარ -ჩვევებს, რომელიც მას გამოადგება მომავალი ცხოვრების გზაზე და სწორედ აღნიშნული ტრენინგი დაგვეხმარება თითოეულ ჩვენთაგანს ამ მიზნის მიღწევაში.
ქალბატონი ქეთევან ცერაძე ძალიან დიდ ყურადღებას, გულისხმიერებას იჩენდა თითოეული მსმენელის მიმართ,დიდი მადლობა მას ასეთი ყურადღებისათვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment