ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო INTEL- ის სასწავლო კურსის მეორე დღე.ქალბატონი ქეთევან ცერაძე ენერგიას არ ზოგავს იმისათვის რომ ყველა მონაწილე აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და მოწოდებული ინფორმაცია გასაგები იყოს თითოეული მსმენელისათვის.
ყველა მონაწილეს საშინაო დავალებად გვქონდა საპროექტო წინადადებების მომზადება. საინტერესო, შინაარსიანი წინადადებები წარმოადგინეს მსმენელებმა, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალური და პრობლემურია.
მეცადინეობა გავაგრძელეთ წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით. გავიხსენეთ საოფისე პროგრამა word -ის ელემენტები და დავიწყეთ პროექტისათვის სარეკლამო ბუკლეტების დამზადება ,რადგან პროექტის დაწყებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის ის თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მოსწავლეებისათვის ამ პროექტს და
არა მარტო მათთვის.
შევისწავლეთ BlOG--ში მუშაობის დამატებითი ელემენტები ,კერძოდ რედაქტირების რეჟიმი , გავეცანით მთავარ გვერდზე დაბრუნების და დათვალიერების ღილაკებს.
ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ,კერძოდ მივიღე ცოდნა და შევიძინე ბევრი ახალი უნარ-ჩვევები.
მადლობა ქალბატონ ქეთევანს დღევანდელი დღისათვის.
No comments:
Post a Comment