Saturday, April 18, 2015

ტრენინგის პირველი დღე


      ტრენინგის პირველი დღეს შევიკრიბეთ გორის N 6 საჯარო სკოლაში,  ინფორმაციულ საკომუნიკაციო   ტექნოლოგიების მე-3 დონის ტრენინგის გასაცნობად.
     ტრენინგის მონაწილეებმა  გავიცანით ერთმანეთი, გაცნობის შემდეგ  ყურადღება გავამახვილეთ INTEL -ის ძირითადი კურსის ამოცანებსა და მიზნებზე, მისი გამოყენების საჭიროებებზე,
გავეცანით გზამკვლევს,   შევისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა, გავეცანით  რესურსებს  და ვისწავლეთ მისი შენახვა ჩვენს  საქაღალდეში,განვიხილეთ პროექტები ზოგადი სახით, ვისწავლეთ ბლოგების შექმნა .გავეცანით  პორტფოლიოს ჩეკლისთის ცნებას ,რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პროგრესის შეფასებაში.

    მოგეხსენებათ რომ 21-ე საუკუნეში  რაოდენ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ამავდროულად  მოსწავლეებმა მიღებულ ცოდნასთან ერთად უნდა შეძლონ იმ უნარ ჩვევების შეძენა ,რომელიც მათ გამოადგებათ მომავალი ცხოვრებისათვის   და სკოლა არის ის დაწესებულება სადაც   მოსწავლეებს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები   უნდა გამოუმუშავდეთ .ეს უნარებია : გუნდური თანამშრომლობა, ლიდერის უნარების შეძენა, კომუნიკაბელურობა,ტოლერანტობა და ა .შ

   ვფიქრობ რომ მოსწავლე სკოლის მერხიდან შეძლებს სრულყოფილ  ინტეგრაციას საზოგადოებასთან და ის იქნება სრულყოფილი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა ,რომელსაც გათავისებული ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის ,საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე.

No comments:

Post a Comment