Sunday, April 26, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

     ტრენინგი დავიწყეთ ჩვეულებისამებრ   განვლილი მასალის გამეორებით. მინდა მოგახსენოთ,რომ  ყველა მსმენელს ათვისებული ჰქონდა წინა დღის  მასალა და   მოკლე მიმოხილვის შემდეგ შეუდექით   ახალი მასალის შესწავლას.


    ტრენერი  გვესაუბრა  შესასწავლ თემების ირგვლივ:

1 .  პროექტის გეგმაში  შეფასების სხვადასხვა მეთოდების შესახებ, რადგან პროექტის მიმდინარეობის დროს  შეფასების მეთოდების  გარეშე შეუძლებელია მიმდინარე სამუშაოების შესრულება. და შევიტყვეთ,რომ აუცილებელია შეფასების სხვადასხვა კომპონენტების გამოყენება.

2.დროში გაწერილი შეფასების გეგმა

  ვისაუბრეთ იმის შესახებ,რომ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი მოსწავლეებს დაეხმარება  სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვასა და პროგრესის მონიტორინგში. 3.პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.    პრეზენტაციისათვის საოფისე პროგრამა  ,, powerpoint "   კარგი საშუალებაა   ნებისმიერი თემის   პროექტის პრეზენტაციისათვის.


4.ვიმუშავეთ   ბლოგებში ,კერძოდ ვისწავლეთ  დიზაინის   შეცვლა,  ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგების წაშლა აღდგენა.



No comments:

Post a Comment