Monday, May 11, 2015
ტრენინგის მეცხრე დღე
დავამთავრეთ ,, ინტელის სასწავლო კურსი''-ის შესწავლა.
ძალიან ნაყოფიერი ,პროდუქტიული, ტექნიკური ელემენტებით გამდიდრებული, თეორიული მასალით დატვირთული სამუშაო დღეები მიიწურა.
,,ინტელის სასწავლო კურსი''ის ძირითადი მიზანი სასკოლო სასწავლო პროექტების შექმნაში მდგომარეობდა. შევქმენით პროექტის პორტფოლიო,რომელიც შედგებოდა ექვსი საქაღალდისაგან. შევისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა , გამოვკვეთეთ ძირითადი მიზნები და ამოცანები. შევადგინეთ საპრეზენტაციო ნამუშევრები.
გავეცანით მრავალმხრივ შეფასების რუბრიკებს და რაც ყველაზე მთავარია ვისწავლეთ ბლოგებში მუშაობა კერძოდ ჩვენი ნამუშევრების ბლოგში განთავსება,
ვიდეოების და ალბომების ატვირთვა, სურათების დამატება და ა.შ.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ხომ იმაში მდგომარეობს რომ სკოლამ აღზარდოს მოქალაქე,რომელიაც თეორიულო ცოდნასთან ერთად მიიღებს ისეთ უნარ -ჩვევებს, რომელიც მას გამოადგება მომავალი ცხოვრების გზაზე და სწორედ აღნიშნული ტრენინგი დაგვეხმარება თითოეულ ჩვენთაგანს ამ მიზნის მიღწევაში.
ქალბატონი ქეთევან ცერაძე ძალიან დიდ ყურადღებას, გულისხმიერებას იჩენდა თითოეული მსმენელის მიმართ,დიდი მადლობა მას ასეთი ყურადღებისათვის.
Sunday, May 10, 2015
ტრენინგის მერვე დღე
ძალიან მნიშვნელოვანი და ტექნიკური თვალსაზრისით დატვირთული იყო ტრენინგის მერვე დღე.
ტრადიციულად შესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ დავიწყეთ ახალი მასალის შესწავლა, კერძოდ ფასილიტატორის რესურსის შექმნა რომელის ჩემი აზრით ძალიან კარგი დამხმარეა და მიმარტულების მიმცემი წინადადებები მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პერიოდშიძალიან დაეხმარება.
დავათვალიერეთ ტრენინგის მანძილზე ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიო და განვიხილეთ ახალი გაჯეტი ,,სიის გაჯეტი", ამავდროულად ავტვირთვეთ ჩვენი საქაღალდე ბლოგზე.
დღევანდელ მეცადინეობაზე დავამთავრეთ ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა და ვფიქრობ მიღებული ცოდნითა და უნარ ჩვევებით დავეხმარებით მოსწავლეებს პროექტების შექმნაში.
Saturday, May 9, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მე-7 დღეს , სესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ , ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე ,კერძოდ პროექტზე მუშაობის დროს საჭიროა გათვალისწინებული იყოს ყველა მოსწავლის ცოდნის დონე და მათი სხვადასხვა უნარები ,გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით. ამ მოსწავლეებს დავალებები უნდა შეურჩიოთ მათი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
პროექტის გეგმაში დეტალურად გავწერეთ პროექტის პროცედურები მთელი პროექტის მიმდინარეობის პერიოდში,რადგან მოსწავლეები დავაყენოთ სწორ გზაზე და მივცეთ სწორი გეზი კვლევისათვის.
ბლოგებში შევისწავლეთ HTML გაჯეტი, რაც ვფიქრობ კარგი დამხმარეა ბლოგებში მუშაობის დროს.
დღევანდელმა დღემ პროდუქტიულად და ნაყოფიერად ჩაიარა .
Sunday, May 3, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
მიიწურა კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე ,,ინტელის სასწავლო კურსის'' ტრენინგის.
ყურადრება დღევანდელ ტრენინგზე გავამახვილეთ შემდეგ თემებზე:
1.გამეორება
2.მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაცია
3.პროექტის გეგმების განხილვა
4.შეფასების რუბრიკები
Saturday, May 2, 2015
ტრენინგის მეხუთე დღე
ერთი კვირის გასვლის შემდეგ მოუთმენლად ველოდით ტრენინგის დაწყებად.
ტრენინგის მეხუთე დღეს შეიძლება დავარქვათ ,,ტექნიკური ოპერაციების დღე''.
შესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ დავიწყეთ ახალი თემების განხილვა.
1.საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
ვისაუბრეთ იმის შესახებ რომ ინფორმაციის მოძიებისას აუცილებლად უნდა ჩავინიშნოთ მისამართი ამა თუ იმ საიტის და ლიტერატურის გამოყენების დროს აუცილებელია ავტორისა და სახელმძღვანელოს მითითება
2.კომენტარები ბლოგზე
ქალბატონმა ქეთევანმა შეგვასწავლა ჩვენი კოლეგების ბლოგებზე კომენტარების ჩაწერის ტექნიკა. რაც ვფიქრობ ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარების კარგი საშუალებაა.
3.მუშაობა ბლოგში - მოსწავლი ნიმუში
ვიმუშავეთ ბლოგებში და შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში ამით უფო მეტად გავიღრმავეთ ბლოგში მუშაობის უნარ-ჩვევები
4.ბლოგის გაჯეტები - სურათები გამოკითხვის გვერდები
საინტერესო იყო ძალიან ბლოგის გაჯეტების შექმნა , შემდეგ გაჯეტების წყობის ცვლილება, სურათების გაჯეტები, გამოკითხვის გაჯეტი, გვერდების შექმნა და ა.შ.
მადლობა დღევანდელი დღისათვის ქალბატონ ქეთევანს!

Sunday, April 26, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგი დავიწყეთ ჩვეულებისამებრ განვლილი მასალის გამეორებით. მინდა მოგახსენოთ,რომ ყველა მსმენელს ათვისებული ჰქონდა წინა დღის მასალა და მოკლე მიმოხილვის შემდეგ შეუდექით ახალი მასალის შესწავლას.
ტრენერი გვესაუბრა შესასწავლ თემების ირგვლივ:
1 . პროექტის გეგმაში შეფასების სხვადასხვა მეთოდების შესახებ, რადგან პროექტის მიმდინარეობის დროს შეფასების მეთოდების გარეშე შეუძლებელია მიმდინარე სამუშაოების შესრულება. და შევიტყვეთ,რომ აუცილებელია შეფასების სხვადასხვა კომპონენტების გამოყენება.
2.დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4.ვიმუშავეთ ბლოგებში ,კერძოდ ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა, ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგების წაშლა აღდგენა.

ვისაუბრეთ იმის შესახებ,რომ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი მოსწავლეებს დაეხმარება სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვასა და პროგრესის მონიტორინგში. 3.პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე. პრეზენტაციისათვის საოფისე პროგრამა ,, powerpoint " კარგი საშუალებაა ნებისმიერი თემის პროექტის პრეზენტაციისათვის.
4.ვიმუშავეთ ბლოგებში ,კერძოდ ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა, ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგების წაშლა აღდგენა.
Saturday, April 25, 2015
ტრენინგის მესამე დღე
1.განვლილი მასალის გახსენებით.
2. პროექტის გეგმაზე მუშაობით, კერძოდ გეგმაში ჩვენი საპროექტო თემიდან გამომდინარე დავადგინეთ სტანდარტები ,განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი, გავაანალიზეთ ის,ფაქტორი რომ რაოდენ მნიშვნელოვანია შედეგის მისაღებად მიზნის სწორად განსაზღვრა და ჩამოყალიბება.
ქალბატონმა ქეთევანმა ისაუბრა იმ ახალი ,,კითხვების" შესახებ რომლებიც
მიმართულების მიმცემი სიტყვების სახელწოდებით არის ცნობილი და რომელითაც ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ პროექტებზე მუშაობის დროს.
3.იმისათვი რომ ბლოგში მუშაობის დროს ჩვენი ნაშრომი იყოს სრულყოფილი და მეტად თვალსაჩინო , შევისწავლეთ ბლოგში სურათები ჩასმა.
პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეები შეიძენენ პრობლემების გადაჭრის უნარ ჩვევებს, გაითვალისწინებენ ფართო საზოგადოების ინტერესებს და ა.შ.
ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
Sunday, April 19, 2015
ტრენინგის მეორე დღე
ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო INTEL- ის სასწავლო კურსის მეორე დღე.ქალბატონი ქეთევან ცერაძე ენერგიას არ ზოგავს იმისათვის რომ ყველა მონაწილე აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და მოწოდებული ინფორმაცია გასაგები იყოს თითოეული მსმენელისათვის.
ყველა მონაწილეს საშინაო დავალებად გვქონდა საპროექტო წინადადებების მომზადება. საინტერესო, შინაარსიანი წინადადებები წარმოადგინეს მსმენელებმა, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალური და პრობლემურია.
მეცადინეობა გავაგრძელეთ წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით. გავიხსენეთ საოფისე პროგრამა word -ის ელემენტები და დავიწყეთ პროექტისათვის სარეკლამო ბუკლეტების დამზადება ,რადგან პროექტის დაწყებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის ის თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მოსწავლეებისათვის ამ პროექტს და
არა მარტო მათთვის.
შევისწავლეთ BlOG--ში მუშაობის დამატებითი ელემენტები ,კერძოდ რედაქტირების რეჟიმი , გავეცანით მთავარ გვერდზე დაბრუნების და დათვალიერების ღილაკებს.
ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ,კერძოდ მივიღე ცოდნა და შევიძინე ბევრი ახალი უნარ-ჩვევები.
მადლობა ქალბატონ ქეთევანს დღევანდელი დღისათვის.

Saturday, April 18, 2015
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღეს შევიკრიბეთ გორის N 6 საჯარო სკოლაში, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მე-3 დონის ტრენინგის გასაცნობად.
ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი, გაცნობის შემდეგ ყურადღება გავამახვილეთ INTEL -ის ძირითადი კურსის ამოცანებსა და მიზნებზე, მისი გამოყენების საჭიროებებზე,
გავეცანით გზამკვლევს, შევისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა, გავეცანით რესურსებს და ვისწავლეთ მისი შენახვა ჩვენს საქაღალდეში,განვიხილეთ პროექტები ზოგადი სახით, ვისწავლეთ ბლოგების შექმნა .გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისთის ცნებას ,რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პროგრესის შეფასებაში.
მოგეხსენებათ რომ 21-ე საუკუნეში რაოდენ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ამავდროულად მოსწავლეებმა მიღებულ ცოდნასთან ერთად უნდა შეძლონ იმ უნარ ჩვევების შეძენა ,რომელიც მათ გამოადგებათ მომავალი ცხოვრებისათვის და სკოლა არის ის დაწესებულება სადაც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები უნდა გამოუმუშავდეთ .ეს უნარებია : გუნდური თანამშრომლობა, ლიდერის უნარების შეძენა, კომუნიკაბელურობა,ტოლერანტობა და ა .შ
ვფიქრობ რომ მოსწავლე სკოლის მერხიდან შეძლებს სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებასთან და ის იქნება სრულყოფილი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა ,რომელსაც გათავისებული ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის ,საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე.
Subscribe to:
Posts (Atom)